კომპანია „ელექტრონი“ დაარსდა 2002 წელს. ჩვენი საქმიანობა მოიცავს სამშენებლო ტექნიკის იმპორტსა და რეალიზაციას. მაღაზიაში მომხმარებელს ასევე შეუძლია იხილოს საბაღე და სატყეო ინსტრუმენტები და მოწყობილობები; ლითონისა და ხის დასამუშავებელი დაზგები, სამშენებლო ხელსაწყოები.
ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც ყველაზე ხარისხიანი პროდუქციის იმპორტიორი საქართველოში. დაარსების დღიდან „ელექტრონი“ მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქტს და დღემდე ახერხებს შეინარჩუნოს ეს მიმართულება.
„ელექტრონი“ ასევე გამოირჩევა პროდუქციის ფართო ასორტიმენტით. მაღაზიაში წარმოდგენილია 30 000-მდე დასახელების პროდუქტი.
ვინაიდან კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოახდინოს მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტის რეალიზაცია, ამიტომ ვთანამშრომლობთ ევროპულ და ამერიკულ ბრენდებთან. „ელექტრონი“ არის ისეთი ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, როგორიცაა: STIHL, FESTOOL, PROXXON, MUNGO, IRWIN, WAGNER, PFEIL და სხვა.
საქართველოს მასშტაბით „ელექტრონ“-ს აქვს 6 მაღაზია. მათ შორის ფოთსა და ზესტაფონში.